03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
სამხედრო ნაწილში წვევამდელი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წვევამდელის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, რიგითი ნიკოლოზ უგულავა სამხედრო ნაწილში ათმეთაურმა საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. 1994 წელს დაბადებული ნიკოლოზ უგულავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 4 ოქტომბრიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის დაცვის ასეულში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელი ნიკოლოზ ჟორესის ძე უგულავას დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით ატარებს.

დღის ამბები