03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
„მე მივდიოდი, მაგრამ გამაგდეს, ვიდრე წამოვიდოდი,” - ნინო ჟიჟილაშვილი

ტელეკომპანია „მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის და საინფორმაციო გამოშვება 9-იანის წამყვანის ნინო ჟიჟილაშვილი სამსახურიდან მის გათავისუფლებაზე ყვება. ჟიჟილაშვილის თქმით, მისი გათავისუფლება სახელმწიფოს კანცელარიის თანამშრომლის კოკა ყანდიაშვილის არხზე შესაძლო მოყვანას უკავშირდება.

„გუშინ არხზე ჩატარდა გენერალური დირექტორის თათბირი, რომელზეც მან მოისმინა თანამშრომლების მოსაზრებები გეგმასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სახელმწიფოს კანცელარიის თანამშრომლის, კოკა ყანდიაშვილის არხზე მოყვანას. პრეტენზიები, რომელიც გამოითქვა სხვადასხვა თანამშრომლის მხრიდან და ჩემი მხრიდანაც, აღქმული იყო ძალიან მწვავედ და ამ თათბირის დასრულების შემდეგ მე მივიღე ზარი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ფაქტობრივი მფლობელის კოტე გოგელიასგან, რომელმაც შემატყობინა, რომ მე აღარ ვმუშაობ ტელეკომპანიაში, მე მივდიოდი, მაგრამ მე გამაგდეს, ვიდრე წამოვიდოდი,” - განუცხადა ჟიჟილაშვილმა „რუსთავი 2-ს.”

ამავე თემაზე
დღის ამბები