03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
შენგრეული კარი და აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოში

სოციალურად დაუცველებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს კარი შეანგრიეს და აქციას სახელმწიფო შენობის ეზოში მართავენ. ხმაურიანი აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.  

აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობა უმაღლესი საბჭოს დაცვის თანამშრომლებმა გაუწიეს, თუმცა მათ ობიექტის დაცვა ვერ შეძლეს.

სოციალურად დაუცველები დეპუტატებთან გასაუბრებას ითხოვენ და სკანდირებენ: „გამოდით, შეგვხვდით, მოგვხედეთ!”

უმაღლეს საბჭოს დეპუტატები და ადმინისტრაცია აქციის მონაწილეებს ჯერ არ გამოხმაურებია.

დღის ამბები