03 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
პრემიერს სთხოვენ პირადი ბრძანებით შეაჩეროს საყდრისზე სამუშაოები

კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო მუსიკალური აქცია გამართეს, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს კულტურის მინისტრისგან, შეაჩეროს საყდრისში მიმდინარე სამუშაოები.

აქციის მონაწილეებთან კულტურის სამინისტროდან არავინ გასულა, რეაგირების გარეშე დარჩენილი აქციის წევრები გეგმავენ ხვალ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართონ ანალოგიური აქცია და ივანიშვილისგან მოითხოვონ მოახდინოს ზეწოლა მთავრობის წევრებზე იმისთვის, რომ შეჩერდეს საყდრისზე სამუშაოები.

დღესვე სახლემწიფო კანცელარიაში 11 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წერილი შვიდა, სადაც წერია, რომ თუკი კულტურის მინისტრი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს აქვს უფლება, რომ დადგენილებით შეაჩეროს საყდრისში მიმდინარე სამუშაოები.

ასევე აქციებია კაზრეთში, სადაც "არემჯი ჯგუფის" თანამშრომლები სამსახურის შენარჩუნების მოთხოვნით გამოვიდნენ. როგორც ცნობილია "არემჯი ჯგუფის" ლიცენზია დეკემბრის ბოლოს მთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი კომპანიას ლიცენზია არ გაუგრძელეს ოქროს მოპოვებაზე, ის იძულებული გახდება თანამშრომელთა დიდი ნაწილი გაუშვას სამსახურიდან.

ამავე თემაზე
დღის ამბები