03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
საყდრისის ტერიტორიაზე შესაძლოა კარვების ქალაქი გაიშალოს

საყდრისის ტერიტორიაზე შესაძლოა კარვების ქალაქი გაიშალოს. ამ ფორმით „არემჯი გოლდის” თანამშრომლები კომპანიისთვის ლიცენზიის გაგრძელებას ითხოვენ. რამდენიმე კვირაში კომპანიას ოქროს მოპოვების უფლება ეწურება და შესაძლოა კაზრეთში სამუშაოები საერთოდ გაჩერდეს.

კომპანია „არემჯი გოლდის” თანამშრომლების აქციას დღის ბოლოს გარემოს დაცვის სააგენტოში უპასუხეს. უწყებაში განმარტავენ, რომ კომპანიამ ოქროს მოპოვებაზე ლიცენზიის გაგრძელება ორი დღის წინ წერილობით ითხოვა. საბოლოო პასუხის გასაცემად გარემოს დაცვის სამინისტროს 10-დღიანი ვადა აქვს.

აქციები გრძელდება თბილისშიც. საყდრისის გადარჩენის კომიტეტი ხვალიდან უკვე სასტვენებით მისვლას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გეგმავენ.

დღესვე პრემიერის სახელზე კანცელარიაში 11-მა არასაპარლამენტო ოპოზიციამ მიმართვა დატოვეს, სადაც პრემიერს ბრძანების საფუძველზე საყდრისში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას სთხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები