03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
ჯო კოკერი გარდაიცვალა

ინგლისელი მომღერალი ჯო კოკერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მომღერლის გარდაცვალების შესახებ BBC ავრცელებს. 

მომღერლის გარდაცვალების მიზეზად ფილტვების სიმსივნე სახელდება. 

ჯონ რობერტ კოკერი 1944 წლის 20 მაისს შეფილდში, ინგლისში დაიბადა. ჯო კოკერი ბლუზისა და როკის ჟანრებში მოღვაწეობდა. მისი ვოკალი განსხვავებული და მეტად ორიგინალური იყო.

მომღერალს მსოფლიო საზოგადოება არაერთხელ გაუოცებია ორიგინალური ქავერებით. სწორედ მის სახელს უკავშირდება ცნობილი ”ბითლზის” სიმღერების ინტერპრეტაციები.

ჯო კოკერი გრემის მფლობელიცაა. მომღერალი 1983 წელს სიმღერისთვის „Up Where We Belong“ დააჯილდოვეს.

”როლინგ სტოუნის” ყველა დროის საუკეთესო მომღერლების რეიტინგში ჯო კოკერი 97-ე პოზიციაზე იყო. 

ჯო კოკერის ბოლო ალბომი Fire It Up 2012 წელს გამოვიდა. ბოლო კონცერტი კი კოკერმა 2014 წლის ივნისში ლონდონში გამართა.

დღის ამბები