03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
რა გარანტიები მიიღეს „მაესტროში“ დარჩენილმა ჟურნალისტებმა

”მაესტროზე” დარჩენილმა ჟურნალისტებმა ღამით განცხადება გაავრცელეს. ჟურნალისტების თქმით, მათ ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ახალი ამბების სარედაქციო პოლიტიკა და პრიორიტეტები უცვლელი დარჩება. ”მივიღეთ გარანტია, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ცხრიანი” ეთერში უცვლელ დროს გავა, კოკა ყანდიაშვილის არხზე მოსვლა კი საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი.

იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაცემა მაინც გავა „მაესტროს" ეთერით, ის მომზადდება დამოუკიდებელ სტუდიაში, რომელსაც არხთან არანაირი შეხება არ ექნება,” - წერია განცხადებაში. განმარტებები დღის ბოლოს ”მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა და ჟურნალისტებმა გააკეთეს.

შეგახსენებთ, გუშინ „მაესტროზე" სრული რეორგანიზაცია გამოცხადდა. არხი დატოვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა. "მაესტროს" თანამშრომლების ინფორმაციით, მათ გუშინ გამართულ თათბირზე ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ არხზე კოკა ყანდიაშვილის მისვლა იგეგმება.

ამავე თემაზე
დღის ამბები