უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის არსებით განხილვას 21 ნოემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ სასამართლოდან რუსთავი 2-ის იურისტებს აცნობეს.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 მოითხოვდა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ტელეკომპანიის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით წარმართულიყო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
რუსთავი 2-ის ადვოკატებისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა კი 25 იანვარია.