19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის გაჩუმება დემოკრატიის დასამარების დასაწყისი იქნება" - გიორგი მშვენიერაძე

"რუსთავი 2-ის გაჩუმება დემოკრატიის დასამარების დასაწყისი იქნება," - ეს განცხადება ორგანიზაცია დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრის დროს კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

მშვენიერაძე ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაიცვან რუსთავი 2. მშვენიერაძეს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი, რომელიც ტელეკომპანია საქართველომ და ძმებმა ყარამანიშვილებმა მოამზადეს, უნდა დაკმაყოფილდეს. 

"მე ვიცნობ სააკასაციო საჩივარს და მინდა მჯეროდეს, რომ უზენაესი სასამართლო იმ ოთხ მოსამართლეზე მაღლა აღმოჩნდება, რომლებმაც პირველ ინსტანციაში და სააპელაციო სასამართლოში მიიღეს რევოლუციურად უკანონო გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ, სიტყვის თავისუფლებას უქმნიდა საფრთხეებს, მეორეს მხრივ, კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპებს არღვევს კერძო სამართალში. 

"ამიტომ მინდა, მჯეროდეს რომ უზენაესი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებზე და დაკმაყოფილდება სააკასაციო საჩივარი. 

"შეუძლებელია იურისტმა რომელიც წესიერი, სინდისიერი მოსამართლეა, არ დააკმაყოფილოს ეს საჩივარი. ვერავინ დამარწმუნებს, რომ კეთილსინდისიერი იურისტი მივიდეს რაიმე სხვა გადაწყვეტილებამდე. ფაქტობრივად რუსთავი 2-ის გაჩუმება, დემოკრატიის დასამარების დასაწყისი იქნება. 

"რუსთავი 2 არ გვჭირდება კეკლუცობისთვის, ეს სჭირდება ქვეყანას და მოქალაქეებს. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის თვალში, რუსთავი 2-ის საქმეზე არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების ძალაში დატოვება იქნება ნიშანი, რომ ქვეყანა მიდის დეგრადაციის გზაზე. ეს ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს ქვეყნის იმიჯზე. ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ რუსთავი 2,"- განაცხადა მშვენიერაძემ. 

დღის ამბები