19 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე შესაძლოა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდეს

ორშაბათს უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საჩივრების განხილვას დაიწყებს. სასამართლო სისტემის ბოლო ინსტანციამ უნდა გადაწყვიტოს სიტყვის თავისუფლების ბედი. თუმცა, მოსამართლეები ამ გადაწყვეტილებას ისე მიიღებენ, რომ რუსთავი 2-ის პოზიციას არ მოისმენენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანიის მოთხოვნა ზეპირი მოსმენის შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მსგავს საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, კოლეგიამ განხილვა ქვედა ინსტანციაში უნდა დააბრუნოს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო იქნება და მისი გასაჩივრების მექანიზმი ქვეყნის შიგნით აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უზენასი სასამართლოს კოლეგიაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიის მომავალიც.

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის მიუხედავად, საბოლოო შედეგთან დაკავშირებით იურისტებს ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ.

რუსთავი 2-ის და მისი მფლობელების იურისტების პოზიციას ნაწილობრივ ეთანხმება ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელიც.

პაატა სალიაც არ გამორიცხავს, რომ უზენესმა სასამართლომ საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დააბრუნოს. სარჩელების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით კი ის პრობლემას ვერ ხედავს.

ავტორი ნათია ტრაპაიძე



დღის ამბები