19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმის განხილვის დაწყებას არასამთავრობოები ჩატარებულ არჩევნებს უკავშირებენ 

უზენაესი სასამართლოს მიერ ორშაბათიდან რუსთავი 2-ის საჩივრების განხილვას არასამთავრობო სექტორი ეხმიანება და უზენაეს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.

უფლებადამცველები თვლიან, რომ სამაუწყებლო კომპანიის გარშემო მიმდინარე დავა ორივე ინსტანციაში პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება და მედია დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს.

„არსებული გარემოებები მე ვფიქრობ, იძლევა იმის საფუძველს, რომ უზენაესმა სასამართლომ არა მხოლოდ საქმე უკან დააბრუნოს განსახილველად, არამედ ზოგადად დააკმაყოფილოს სრულად საკასაციო საჩივარი და უარი უთხრას თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე მხარეს, ნომინალურად წარმოგვიდგება ბატონი ხალვაშის სახით, თუმცა ცხადია, რომ მის უკან დგას ხელისუფლება,“-აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

მედია ექსპერტთა ნაწილი რუსთავი 2-ის საქმის განხილვის დაწყებას ჩატარებულ არჩევნებს უკავშირებს.

დღის ამბები