03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
სასჯელაღსრულების მინისტრი დასაქმებულ პრობაციონერებს შეხვდა

სასჯელაღსრულების მინისტრმა თბილისის პრობაციის ბიუროს ოფისის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. გიორგი მღებრიშვილი ობიეტზე დასაქმებულ პრობაციონერებსაც გაესაუბრა. სამუშაოებზე სულ 5 პრობაციონერია დასაქმებული.

ახალ ბიუროში პირობითი მსჯავრდებულებისათვის თანამედროვე სარეგისტრაციო სივრცე და ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები მოეწყობა.

„პრობაციის ეროვნულ ბიუროს სულ მალე შეემატება კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარდების ოფისი სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა კომფორტულად იმუშაონ და ასევე იმისთვის, რომ პრობაციონერებს ავუმაღლოთ მოტივაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებული არიან პრობაციონერები, რაც მათი რესოციალიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“ - განმარტა მინისტრმა.

ჟურნალისტები პრობაციონერებსაც გაესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ დასაქმების პრობლემა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ კი მათ ნდობა გამოუცხადა და დაასაქმა.

დღის ამბები