19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე აშშ-ს საელჩოში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშნული სხდომას ეხმაურება.

ნიკოლას ბერლინელი აცხადებს, რომ დემოკრატიისა და პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოში განსხვავებული ხმები უნდა ისმოდეს.

"რუსთავი 2-თან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება ბევრჯერ გამოვთქვით. ჩვენი ფუნდამენტური პოზიცია არასდროს იცვლება. ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის და პლურალისტული პოლიტიკური ცხოვრებისთვის ისმოდეს განსხვავებული ხმები და შეხედულებები. ამ ყველაფერს კი თავისუფალი მედია გარემო უზრუნველყოფს,"- აცხადებს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინელი.

დღის ამბები