რუსთავი 2 ყადაღის მოხსნას ითხოვს. სამაუწყებლო კომპანიის საჩივრების განხილვის დაწყებამდე სამი დღით ადრე, იურისტებმა უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი შუამდგომლობა წარადგინეს.
თითქმის წელიწადნახევარია, რაც რუსთავი 2 მძიმე ფინანსური წნეხის ქვეშ მუშაობს და ეს იმ ფონზე, როდესაც იურისტების განმარტებით, კომპანიის ყადაღის ქვეშ ყოფნა უკვე სამართლებრივადაც უკანონოა.
რუსთავი 2-ს დღემდე არ მიუღია დასაბუთებული განჩინება სასამართლოდან, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული საჩივრები და ეს იურისტების კიდევ ერთი მოთხოვნაა.
ტელეკომპანია საქართველოს იურისტმა, ზაზა ბიბილაშვილმა სასამართლოსგან დასაბუთებული განჩინებები დღეს განცხადებით მოითხოვა.
უზენაესი სასამართლო კი ძმები ყარამანიშვილების სარჩელზე ორშაბათიდან დაიწყებს მსჯელობას.
მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციას ტესტის ჩაბარება მოუწევს ქართული დემოკრატიისთვის - სწორედ ასე აფასებს სამოქალაქო და პოლიტიკური სექტორი რუსთავი 2-ის საქმეს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი