03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
”მაესტროს”ყოფილი თანამშრომლების საგანგებო განცხადება

ტელეკომპანია "მაესტროს" ახლა უკვე ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კანცელარიის მოქმედი ჩინოვნიკი კოკა ყანდიაშვილი „მაესტროს” საქმიანობაში ერევა. ტელეარხიდან პროტესტის ნიშნად წამოსული თანამშრომლების ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილსა და "მაესტროს" შორის 11 დეკემბერს უკვე შედგა საბოლოო მოლაპარაკება და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად, არხზე კოკა ყანდიაშვილის საავტორო გადაცემა „ლაპარაკობს თბილისი” გავა.

„კოკა ყანდიაშვილი აქტიურად არის ჩართული "მაესტროს" მომავალი წლის საეთერო ბადის სადა პრომოუშენში,” - აცხადებს ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომელი სოფო კვინტრაძე.

მისი თქმით, კოტე გოგელიასგან მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ყანდიაშვილი "მაესტროზე" იწყებდა მუშაობას.

„არ მესმის, როცა ყანდიაშვილი ამბობს, სხვა არხებთანაც მაქვს მოლაპარაკებაო, რას ნიშნავს? ვინ სხვა არხებთან აქვს, იქნებ გვითხრას. მაგრამ ეს ფაქტია და გადაწყვეტილია, ყანდიაშვილი "მაესტროზე" მიდის,” - აცხადებს სოფო კვინტრაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები