03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
არასამთავრობოების აქცია აფხაზეთის არჩევნების აღდგენის მოთხოვნით

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საბჭოს არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია გამართა.  

ისინი  საკანონმდებლო ცვლილებებს, ითხოვენ, რომლის მიხედვითაც 1993 წელს კანონიდან ამოღებული წესი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა აღდგეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, უმაღლესი საბჭო უუნაროა და სასწრაფო წესით უნდა გადაირჩიონ.

არასამთავრობოების პროტესტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ კანონში ცვლილებები არ შევა. 

დღის ამბები