19 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"ვისურვებდი, რომ ასე ახლოს არ ჩანიშნულიყო სხდომა, მაგრამ ეს სასამართლოს საქმეა,"-ჩუგოშვილი "რუსთავი 2"-ის პროცესზე საუბრობს

ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მედია თავისუფლების მნიშვნელობაზე და ხვალ ჩანიშნულ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ჩუგოშვილი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა თუ სხდომა სასამართლოში ასე მალე არ ჩაინიშნებოდა. მედიატავისუფლების საკითხი მან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთანაც განიხილა.

"ვისაუბრეთ, რომ თავისუფალი მედია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. კონკრეტულად არ გვისაუბრია, ზოგადად ვისაუბრეთ, რომ მედიის თავისუფლების მაღალი ნიშა რაც ქვეყანაშია შენარჩუნდეს. მე ვისურვებდი, რომ ასე ახლოს არ ჩანიშნულიყო სხდომა, მაგრამ ეს სასამართლოს საქმეა,"- განაცხადა ჩუგოშვილმა. 

 

დღის ამბები