19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" გადამწყვეტი ბრძოლა - დიპლომატები, პოლიტიკოსები და არასამთავრობოები მედიათავისუფლებაზე საუბრობენ

რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვის პარალელურად უზენაესი სასამართლოს შენობის წინ აქცია მიმდინარეობდა. ამ ფორმით პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მოსამართლეთა კოლეგიას ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ხელისუფლება მედიასივრცეზე სრული კონტროლის დამყარებას შეეცდება და ამიტომ დღეს რუსთავი 2-სთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს.​

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯით ბრინკმა კი აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დემოკრატიული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა დღესვე აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის თემა მან ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს მთავრობის წევრებთან და პრეზიდენტთან განიხილა. 

დღესვე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ. დიპლომატმა კვლავ ხაზი გაუსვა მედიაპლურალიზმის საკითხს. 

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 25 იანვრამდე ნებისმიერ დღეს შეიძლება გამოაცხადოს. სხდომების მიმდინარეობისა და საქმის განხილვის პროცესის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს არ აქვს. 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები