გვიან ღამემდე გაგრძელდა რუსთავი 2-ის საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში. ბოლო ინფორმაცია არხის დაცვის მხარემ ღამის 11 საათისთვის კოლეგიის თავმჯდომარის, ეკა გასიტაშვილის თანაშემწისგან მიიღო. იმ დროისთვის საქმის განხილვა სასამართლოში ისევ მიმდინარეობდა.
იურისტები ვარაუდობენ, რომ დეტალებს მათ დღეს შეატყობინებენ და იმედოვნებენ, რომ საქმე კვლავ სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ახალი ვადები დადგინდება.
ასეთ შემთხვევაში, სააპელაციოს რუსთავი 2-ის საქმეზე გაანჩენის გამოსაცხადებლად 2-დან 5 თვემდე დრო ექნება.