19 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - შესაძლოა, თავისუფალ მედიასთან ერთად, საკუთრების უფლებაც შეიზღუდოს

რუსთავი 2 დიდი პალატის გადაწყვეტილების მოლოდინშია. სწორედ მოსამართლეების 9 კაციანმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მომავალი უნდა განსაზღვროს.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მუშაობას არასამთავრობოები განსაკუთრებით დააკვირდებიან. მესამე სექტორის აზრით, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე არ უნდა წარიმართოს. თუ დიდი პალატა რუსთავი 2-ის მფლობელების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, სპეციალისტები თავისუფალ მედიასთან ერთად, საკუთრების უფლების შეზღუდვის საფრთხეზეც საუბრობენ.

რამდენიმე საფრთხეზე საუბრობენ რუსთავი 2-ის იურისტებიც. თუ უკანონო გადაწყვეტილებას დიდი შემადგენლობა მიიღებს, მისი ლეგიტიმაცია უფრო მაღალი იქნება.

შესაძლებლობას, რომ ხელისუფლება უკანონო გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის გაზრდას ცდილობს, ეთანხმება ოპოზიცია, თუმცა პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები წინა ინსტანციებისგან განსხვავებით, ზეწოლას გაუძლებენ.

საქმის განხილვამდე, დიდი პალატის წევრებიდან 9 მოსამართლე უნდა შეირჩეს. 

ავტორი თეონა ცხომელიძე

 

 

დღის ამბები