19 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ყველაფერს გააკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიცილონ თავიდან "რუსთავი 2" - ნინია კაკაბაძე

მედია ექსპერტებიც ოპოზიციის მსგავსად ეჭვობენ, რომ ხელისუფლებას სურს, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს რუსთავის 2-ის საკითხი.  

მათი აზრით, ხელისუფლება შეეცდება დიდ პალატას მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიაღებინოს.

„ფაქტია, რომ მოსამართლეებზე ახდენენ ზეწოლას. მე არ ვიცი და თავს შევიკავებ კონკრეტული გვარების დასახელებისგან, მაგრამ მათი საერთო სახელი არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, რომელსაც ჯერ კიდევ ყელში ჰყავს გაჩხერილი რუსთავი 2. ყველაფერს გააკეთებენ და შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიცილონ თავიდან რუსთავი 2. მგონია, რომ ისინი 2016 წელს ამ პრობლემისგან რაღაცნაირად გათავისუფლდებიან,“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

მედიაექსპერტების აზრით, უზენაეს სასამართლოს კოლეგიას საქმე ქვედა ინსტანციაში უნდა დაებრუნებინა, თუმცა ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ ეს არ მოხდა და არც ზეპირი მოსმენა გაიმართა.

მათი შეფასებით,  რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მთლიანად მედია გარემოს შეცვლის ქვეყანაში.

რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, შეცვლის მთლიან მედიაგარემოს ქვეყანაში და ამ თვალსაზრისით არის სახიფათო,“ - აცხადებს მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი.

დღის ამბები