19 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ეს არის ცილისწამება - ლევან მურუსიძე "რუსთავი 2-ის" საქმეზე მოსამართლეებზე ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე არსებულ ზეწოლაზე გაკეთებულ განცხადებებს "ცილისწამებას" უწოდებს და ირწმუნება, რომ მისი ინფორმაციით რუსთავი 2-ის საქმეზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს.

ამის შესახებ ლევან მურუსიძემ კომენტარი კურიერთან საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ დეპუტატ ივანე ზარდიაშვილთან მოსამართლეებს შეხება არ აქვთ, ამიტომ დეპუტატის მხრიდან მოსამართლეებზე არსებული ზეწოლის შესახებ არსებული ბრალდებების გაჟღერებისას ის მეტ არგუმენტაციას ითხოვს.

„მიხეილ ჩინჩალაძეს მრავალი თვეების განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ ჰქონია ამ სამ მოსამართლესთან. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს ეს არის აბსურდი. იმ სამ მოსამართლესაც შეგიძლიათ კითხოთ სახეზე თუ იცნობენ და ზოგადად რაიმე ურთიერთობა თუ აქვთ ზარდიაშვილთან. ყველაფერი ეს არის ცილისწამება. მე გადამოწმებული ინფორმაცია მაქვს თვითონ ჩინჩალაძესთან. მე მოსამართლეების განცხადება ვიცი, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. მე ვაცხადებ, რომ ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება. არავითარი ინფორმაცია არა მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის მინისტრი რომელიმე მოსამართლეზე ახდენდა ზეწოლას,“ - აცხადებს ლევან მურუსიძე.

მსგავსი ზეწოლის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძეც. მისი განცხადებით მოსამართლეებს იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან კომუნიკაცია არ აქვთ.

დღის ამბები