უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი 2-ის საქმის განსახილველად ემზადება. მანამდე კი პალატის წევრებიდან შერჩეულ 9 მოსამართლეს მოუწევს განიხილოს რუსთავი 2-ის იურისტების მიერ შეტანილი შუამდგომლობები და მიიღონ გადაწყვეტილებები.
რუსთავი2-ის იურისტებმა რამდენიმე წუთის წინ სასამართლოში რამდენიმე შუამდგომლობა დაარეგისტრირეს.
ერთი შუამდგლობით იურისტები ითხოვენ, რომ საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით მხარეთა თანდასწრებით მოხდეს. გარდა ამისა ისინი ითხოვენ, მოხდეს საჭიროების შემთხვევაში 4 მოსამართლის აცილება, რომელსაც რუსთავი 2-ის იურისტები უნდობლობას უცხადებენ.
"უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს იშვიათი სამართლებრივი პრობლემაა, შესაბამისად მხარეებს უნდა მოუსმინოს სასამართლომ. პალატამ ფორსირებულად არ განიხილოს და მოგვეცეს საშუალება წარვადგინოთ საერთშორისო და ადგილობრივი ექსპერტების პოზიციები, ვინაიდან ძალიან იშვიათ სამართლებრივ პრობლემაზეა საუბარი, დიდი პალატა უნდა გაერკვეს რა პრობლემაასთანაა საქმე.
"მოვითხოვეთ 4 მოსამართლის აცილება, არ არის ცნობილი შემადგენლობა რომელიც ჩვენს სააკასაციო საჩივარს განიხილავს. 9 მოსამართლის ვინაობა ცნობილი არ არის, დასაბუთებული შუამდგომლობა გვაქს და იმედია დაკმაყოფილდება. კონკრეტული თარიღით შეზღუდული არ არის სასამართლო მაგრამ, სანამ საჩივარს განიხილავენ მანამდე ჩვენი შუამდგომლობები უნდა განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილება.
"მოვითხოვეთ ასევე, რომ გადმოგვეცეს დასაბუთებული განჩინება, თუ რატომ გადასცა კოლეგიამ საქმე დიდ პალატას განსახილველად. დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის თუ რატომ არის იშვიათი სამართლებრივი პრობლემის შემცველი რუსთავი 2-ის საქმე. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ 9 მოსამართლის ვინაობის გამხელა, რომლებიც ჩვენ საქმეს განიხილავენ,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.