საქართველოში გაეროს ელჩმა დამოუკიდებელი მედიის, როგორც დემოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.
ნილს სკოტის შეფასებით ყველა პროცესი, მათ შორის რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს.
“ნებისმიერი სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი. ეს არის საფუძველი იმისა, რასაც სასამართლო წარმოადგენს. გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს თავისუფალ მედიას, რაც დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა კი ველით იმას, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული,”-აცხადებს ნილს სკოტი.