"რუსთავი 2-ის კუთვნილება ჩემს წარმოდგენაში მაინც არის ჯარჯი აქიმიძის, დვალის და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, თუმცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ის მიიღებს გადაწყვეტილებას,“- ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
ლევან კობერიძის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმეზე არ გადის საქართველოში სიტყვის თავისუფლების ზღვარი.
„მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების, მედიის თავისუფლების ზღვარი რუსთავი 2-ის საქმეზე გადის. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ეს სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული პროცესია,“- განცხადა ლევან კობერიძემ.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა არ უნდა შეიზღუდოს, რაც სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.
ავტორი: ნათია გოგსაძე.