03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
უმრავლესობა საყდრისზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

„ის, რაც მოხდა, არის კატასტროფა კულტურული თვალსაზრისით და პარლამენტს რაღაც რეაგირება აუცილებლად ექნება,” - ეს განცხადება ლევან ბერძენიშვილმა საყდრისის თემაზე გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ შესაძლებელია შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებით არსებულ ვითარებას გააკონტროლებს, ასევე დაინიშნოს მომხსენებელთა ჯგუფი საყდრისის საკითხზე.

ამავე თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, საჭიროდ არ მიიჩნევს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი დავით საგანელიძე.

მისი თქმით, საკითხი მნიშვნელოვანია და დეტალური შესწავლა სჭირდება, თუმცა, როდესაც საქმეს პროკურატურა იძიებს, საკანონმდებლო ორგანოში დამატებით საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭირო არ არის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები