03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
გარემოს დამცველებმა 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების უკანონოდ მოჭრილი ხეები აღმოაჩინეს

გარემოს დამცველებმა უკანონოდ მოპოვებული 97 ძირი სარეალიზაციოდ გამზადებული სოჭით დატვირთული ავტომანქანა აღმოაჩინეს. შემთხვევა თბილისში მოხდა. ავტომობილის მძღოლმა უფლებამოსილ პირებს მოვალეობის შესრულების პროცესში წინააღმდეგობა გაუწია.

დადგინდა, რომ სარეალიზაციოდ გამზადებული სოჭი მოჭრილია ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღის ტყეში. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 10 ათას 670 ლარს შეადგენს. წინააღმდეგობის გაწევისთვის კანონდამრღვევს დაეკისრა ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით.

ამავე თემაზე
დღის ამბები