03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
ვნებათაღელვა საყდრისის ირგვლივ არ ცხრება

ვნებათაღელვა არ ცხრება საყდრისის ირგვლივ. დღეს ვითარება პრემიერის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დაიძაბა. საყდრისში ჩასულ ექსპერტებს ადგილობრივმა მოსახლეობამ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცა.

სიტყვიერი დაპირისპირება კაზრეთში გარემოსდამცველთა გამოჩენას მოჰყვა, რომლებიც ეკოლოგიური მდგომარეობის გასაცნობად და საყდრისზე მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად ჩავიდნენ.

გარემოსდამცველები ამტკიცებენ, რომ საყდრისში სამუშაოები კანონის დარღვევით მიმდინარეობს. თუმცა, მათ პოზიციას არ იზიარებს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობისთვის პრიორიტეტი საყდრისის ტერიტორიაზე დასაქმებული ადგილობრივები არიან.

„იქ დასაქმებული 3000 ოჯახი ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულია,“ - ამბობს პრემიერი, რომელსაც მიმდინარე პროცესების ყოფილ პრემიერის სახელთან დაკავშირებაც აღიზიანებს.

„ივანიშვილის მისამართით ბრალდებები შეურაცხმყოფელია, რადგან ივანიშვილმა 700 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღადგინა,“ - ამბობს ღარიბაშვილი. 

საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოების მიზნით კომპანია „RMG გოლდს“ ლიცენზიის ვადა 31 დეკემბერს ამოეწურება. არ არის გამორიცხული, კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლება გაუხანგრძლივდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები