03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება

პარლამენტის შენობის წინ დღეს მთავარი ნაძვის ხე აინთება. ახალი წლის მთავარ ატრიბუტს თავად დედაქალაქის მერი გაანთებს. საახალწლო სამზადისი კი გვიან ღამით დასრულდა რიყის ტერიტორიასა და ერეკლეს ქუჩაზე, სადაც ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება. დღეინდანვე თბილისში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები დაიწყება, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. 26 დეკემბერს, თოვლის ბაბუა ბოტანიკურ ბაღს ეწვევა. 27 დეკემბერიდან კი თოვლის ბაბუა მთაწმინდის პარკში დაიდებს ბინას და შობამდე დარჩება. საახალწლო გალა კონცერტი - 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გაიმართება. 7 იანვარს კი თბილისში საშობაო მსვლელობა "ალილო" მოეწყობა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები