03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
კახა კოჟორიძე კულტურის სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს, - ამ განცხადებას ახალგაზრდა იურისტები აკეთებენ. მათ ადმინისტრაციული სარჩელით კულტურის სამინისტროს მიმართეს. ისინი განხილვების დასრულებამდე სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ.

საიას წარმომადგენელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, საჩივრის რეგისტრაცია ავტომატურად აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.

მისი თქმით, სამუშაოები კანონით უნდა შეჩერებულიყო, თუმცა ამ დრომდე გრძელდება, რაც კანონის უხეში დარღვევაა.  

ახალგაზრდა იურისტების საწინააღმდეგო მოსაზრებები აქვთ „არემჯი გოლდის“ კონტრაქტორ კომპანიებს. ისინი ლიცენზიის გაგრძელებას ითხოვენ.

კომპანია „არმეჯი გოლდის“ კონტრაქტორი, ნათია პაიკიძე, ლიცენზიის გაგრძელებას და სამუშაოების წარმოების უფლებას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, კომპანიას აქვს სერიოზული ვალდებულებები როგორც დასაქმებულ პირებთან, ისე სხვადასხვა ორგანიზაციებთან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები