03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე იმსჯელეს

გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე მომუშავე სპეციალურ ჯგუფებზე და რისკების განსაზღვრის მეთოდოლოგიაზე დღეს კანცელარიაში იმსჯელეს.

პრემიერთან არსებული ძალადობის აღმკვეთი უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე ეს საკითხები პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ საბჭოს დანარჩენ წევრებთან ერთად განიხილა.

შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა და მინისტრის მოადგილეებმა და პრემიერის თანაშემწემ პრევენციულ ღონისძიებებზეც იმსჯელეს. 

დღის ამბები