03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
ცესკოს წევრობის 9 კანდიდატი პრეზიდენტთან წარსადგენად შერჩეულია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს წევრობის კანდიდატურები განიხილეს. კონკურსში 37 პირი მონაწილეობს.

კომისიამ თითო ვაკანტურ ადგილზე სამი პირი შეარჩია და შესაბამისად, პრეზიდენტს დღეს 9 კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან ექვსს გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად შვიდი დღის ვადაში გადაუგზავნის.

კომისიის წევრი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ შერჩევის კრიტერიუმი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი იყო და მაქსიმალურად გამოირიცხა ასოცირება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

კომისიის კიდევ ერთი წევრი კახა კოჟორიძე კი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი წარდგენილი კანდიდატურებიდან საუკეთესოებს აარჩევს და იმედს გამოთქვამს, რომ იმავე პრინციპით იმოქმედებს საკანონმდებლო ორგანოც. 

დღის ამბები