03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
დეპუტატებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს ოჯახის წევრებს საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიუსამძიმრეს. ქუთაისში სამოქალაქო პანაშვიდზე დეპუტატების ნაწილი იმყოფებოდა. დეპუტატებმა დაღუპული სამხედროს ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცახდეს.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან და უმცირესობიდან.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს უნდა მიეღო გადაწვყეტილება და გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ძმათა სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

„გრიგოლაშვილი თავისუფლების მებრძოლი ადამიანი იყო ეს არის გმირი. ის რომ მისი ბოლო სურვილი არ შესრულდა, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი თავდაცვის სამინისტროსთვის,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ალექსანდრე იყო გმირი, არ აქვს მნიშვნელობა სად იბრძოლებდა ის უკრაინაში, თუ საქართველოში. მან საქართველოს ინტერესებს შეწირა თავი,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები