03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
„მაესტროში” შრომითი უფლებები და პროფესიული თავისუფლების პრინციპები დაირღვა,” - არასამთავრობოები

ტელეკომპანია ”მაესტროში” შრომითი უფლებები და პროფესიული თავისუფლების პრინციპები დაირღვა,” - ეს განცხადება შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.

განცხადებაში დაგმობილია არხის ხელმძღვანელობის მიერ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობები.

„ტელეკომპანია „მაესტროზე” ბოლო დროს მიმდინარე ზემოაღნიშნული ცვლილებები არხზე დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებების უხეში დარღვევის ფონზე მიმდინარეობს.

ასეთი ცვლილებები და არხის მიერ ჟურნალისტებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ხშირ შემთხვევაში მათთვისაც მოულოდნელია.  

დამსაქმებლის მხრიდან ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს არხზე დარჩენილ ჟურნალისტებზეც, შეზღუდოს მათი პროფესიული თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ვალდებულება აკისრია არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ასევე არხის მფლობელსა და ხელმძღვანელობას. მოვუწოდებთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, პატივი სცენ ზემოაღნიშნულ პრინციპებს და იმოქმედონ ამ პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,” - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები