03 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 18 წლის ქართველი შეეწირა

სირიაში საბრძოლო მოქმედებებს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო.

როგორც ხეობაში აცხადებენ, ეს უკვე მეორე გარდაცვლილია ცათიაშვილების ოჯახში, რომელიც სირიაში დაიღუპა. დაახლოებით ერთი თვის წინ ასევე საბრძოლო მოქმედებებს მისი ძმა, 21 წლის ზელიმხან ცათიაშვილი ემსხვერპლა.

ადგილობრივების თქმით, ორივე ძმა სამუშაოდ თურქეთში იყო წასული და როდის გადავიდნენ სირიაში, უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები