03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქისგან მილოცვას იღებს

აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სრულიად რუსეთის პატრიარქმაც მიულოცა.

„ოდესღაც მორჩილებით საკუთარ თავზე აიღეთ პატრიარქის ჯვრის სიმძიმე. მას შემდეგ წლების განმავლობაში თავმდაბლობით და მოთმინებით მიჰყვებით ქრისტეს და მიისწრაფვით იყოთ მორწმუნეთა მაგალითი სიტყვით, ცხოვრებით, სიყვარულით, სულით, რწმენით და სიწმინდით. ვიზიარებ საქართველოს ეკლესიის სიხარულს თქვენი უწმინდესობის ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით,” - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სულიერ და ხორციელ სიძლიერეს უსურვებს ეკლესიისა და ხალხის სამსახურში.

ამავე თემაზე
დღის ამბები