03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ჩხუბის შემდეგ დეპუტატები ალკოტესტს ჩააბარებენ

დეპუტატებს შესაძლოა ალკოტესტის ჩაბარება მოუხდეთ.

ეს მოთხოვნა დღეს უმრავლესობის წარმომადგენელმა სოსო ჯაჭვლიანმა მას შემდეგ დააყენა, რაც უმცირესობამ დღევანდელი ჩხუბის დაწყებაში ის დაადანაშაულა.

მან თქვა, რომ მზად არის ჩააბაროს ალკოტესტი და ამასთან მოითხოვს, რომ ალკოტესტი ჩააბაროს უმცირესობის წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემაც.

ამ დროისთვის სესია ისევ არ განახლებულა.   

ჩხუბი უმრავლესობის წარმომადგენლის თინა ხიდაშელის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ  უმცირესობას ყველა დელეგაციაში უნდა ჩამოერთვას ერთი კვოტა, რადგან "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში წასვლის შემდეგ სხვა რეალობა შეიქმნა.

ჩხუბი კი უმცირესობის  წარმომადგენლის აკაკი ბობოხიძის უცენზური მიმართვებს მოჰყვა. მან სესიაზე ჩართულ მიკროფონში რამდენჯერმე შეიგინა ხელისუფლების მისამართით, რასაც უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.   

ამავე თემაზე
დღის ამბები