03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
პანაშვიდის დროს სახლი ჩამოინგრა და 5 ქალი დაშავდა

სოფელ ზემო ხალაწანში სახლის აივნის ჩამონგრევის შედეგად 5 ქალბატონი დაშავდა.

შემთხვევა პანკისის ხეობის სოფელში გაურგაშვილების ოჯახში მაშინ მოხდა, როდესაც პანაშვიდი მიმდინარეობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები. დაზარალებულებს დახმარება ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გაუწიეს. ორი მათგანი სტაციონარში რჩება, სამი დაშავებული კი მკურნალობას სახლში განაგრძობს.

დაშავებულები კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა, ახმეტის საავადმყოფოში მოინახულა.

დღის ამბები