24 დეკემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ბათუმში, სუპერმარკეტების ქსელის "იალჩინის" ბუღალტერს თავს დაესხნენ - გატაცებულია 150 ათასი ლარი

ბათუმში სუპერმარკეტების ქსელის იალჩინის ბუღალტერს გვიან ღამით თავს დაესხნენ და გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 150 ათასი ლარი გაიტაცეს. შემთხვევა იალჩინის კუთვნილ სასაწყობე ფართთან ახლოს, ადლიის დასახლებაში მოხდა. საწყობიდან გამოსული ბუღალტერის ავტომანქანა შეაჩერეს და შეიარაღებულმა პირებმა ფული გაიტაცეს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს უკვე სუპერმარკეტზე ყაჩაღობის მეორე შემთხვევაა. შეგახსენებთ, 31 დეკემბერს იალჩინში მდებარე სავალუტო ჯიხური სანტას ფორმაში გადაცმულმა მძარცველმა დააყაჩაღა და გაიტაცა 60 ათასამდე ლარი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები