03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
თბილისში ფეიერვერკის გამოყენებას მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში შეძლებთ

ღამის საათებში ფეიერვერკის გამოყენება იზღუდება. დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მოქალაქეებს ფეიერვერკების გამოყენების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ორი კვირის წინ თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დადგინდა ფეიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებული მინიმალურად აუცილებელი რეგულაციები.

დავით ნარმანიას თქმით, დადგენილი წესის მიხედვით, სადღესასწაულო დღეების გარდა, დედაქალაქის ტერიტორიაზე ღამის საათებში ფეიერვერკის გამოყენება იზღუდება.

"ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა არასასურველი შედეგი მოჰყვეს ფეიერვერკის გამოყენების წესების დარღვევას. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ დავიცვათ წესები. გარდა სადღესასწაულო დღეებისა, ჩვენ მიერ დადგენილი წესის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ღამის საათებში ფეერვერკების გამოყენება იზღუდება, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია. შუაღამისას ფეიერვერკის გამოყენება და ხმაური ჩვენს მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი ინტერესები იქნეს გათვალისწინებული და არ გამოვიყენოთ ფეიერვერკები, რომელიც იწვევს ხმაურს ღამის საათებში," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები