03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
გემების შეჯახება - კიდევ ერთი კატასტროფა ადრიატიკის ზღვაში

კიდევ ერთი საზღვაო კატასტროფა დასრულდა მსხვერპლით - იტალიის ქალაქ რავენას პორტის მახლობლად, ადრიატიკის ზღვაში ერთმანეთს ორი სატვირთო გემი შეეჯახა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხის ბედი კი ამ დრომდე უცნობია.

თურქული გემისა და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის შეჯახების შემდეგ თურქული გემი ზღვაში ჩაიძირა.

მაშველებმა ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 11 წევრიდან 4–ის გადარჩენა შეძლეს. კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობის გამო ცუდი ხილვადობა გახდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები