24 დეკემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ნათლისღების დღესასწაულზე 800-მდე ბავშვი მოინათლა

800-მდე ბავშვი მოინათლა ნათლისღების დღეს სამების ტაძარში. ეს 47-ე საყოველთაო ნათლობა იყო. ცერემონიის დასრულების შემდეგ ნათლულები პატრიარქმა დალოცა.

ილია მეორემ ქადაგებისას ყურადღება ნათლისღების დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა. უწმინდესის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი მადლი გადმოვიდა ბავშვებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ დღესასწაულზე მოინათლნენ. 

დღის ამბები