03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
პროტესტი საყდრისის დასაცავად გრძელდება

საყდრისის გადარჩენის მოთხოვნით „მწვანე მუშტმა” საპროტესტო აქცია გამართა.

სტუდენტებმა მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყეს. მივიდნენ ეკონომიკის სამინისტროსთან, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც აქცია-კონცერტი გამართეს.

ახალგაზრდები საყდრისში სამუშაოების შეწყვეტასა და მთავრობისგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას ითხოვდნენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას სახელმიწფომ კომპანია "არემჯი გოლდის" მართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„მწვანე მუშტი” აქციების გაგრძელებას პრობლემის მოგავრებამდე აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები