03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
ყანდიაშვილი ადასტურებს, რომ მისი გადაცემა "ლაპარაკობს თბილისი" "მაესტროზე" გავა

კოკა ყანდიაშვილი სატელევიზიო სივრცეს უბრუნდება და დარწმუნებულია, რომ მისი გადაცემა რეიტინგული იქნება. უახლოეს მომავალში ის სატელევიზიო სტუდიას შექმნის, რომლის გადაცემებიც სხვადასხვა ტელეარხზე გავა. ერთადერთი ტელეკომპანია, რომელთანაც ამჯერად მოლაპარაკებებს აწარმოებს, ”მაესტროა.”

ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ყანდიაშვილმა თავად ისაუბრა. 

"პირველი იყო სწორედ "მაესტროს" მენეჯმენტი, რომელმაც შემომთავაზა, რომ დავბრუნებულიყავი ეკრანზე და წამეყვანა გადაცემა. ამ პროექტზე ვმუშაობთ ნახევარ წელზე მეტია და საუბარია გადაცემაზე, რომელსაც ერქმევა „ლაპარაკობს თბილისი.“ ბოლო 6-7 თვეა, ტელეკომპანია "მაესტროს" რეიტინგი მიდის ქვევით, რაც მთელი ტელემენეჯერისთვის პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა მიიღო ზომები იმისთვის, რომ შენი პროექტები გახდეს უკეთესი და დაგიბრუნდეს მაყურებელი და რეკლამა. მგონია, რომ ზუსტად ეს მოხდა „მაესტროში“. ტელეკომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთელი რიგი ღონისძიებები გაატაროს იმისთვის, რომ გაიზარდოს "მაესტროს" მაყურებლების რაოდენობა," - აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.

ყანდიაშვილმა დღესვე ნინო ჟიჟილაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის არ პირებს არხის მენეჯმენტში ჩარევას და პირობას დებს, რომ მაესტროს გაცილებით მაღალი რეიტინგი ექნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები