03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში "კარიტასისა" და სხვა მოწვეულ ბავშვებს ახალი წელი სკაიპით მიულოცა

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში "კარიტასისა" და სხვა მოწვეული ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა. ბავშვებს სკაიპით დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

"ჩვენ ერთად მოვახდენთ ნამდვილ სასწაულებს და ყველაფერს მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სანტა კლაუსმა კი მოზარდებს სამახსოვრო საჩუქრები და ტკბილეული დაურიგა. ზეიმი საახალწლო ფოიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები