03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
უცხოელი ვარსკვლავები თბილისში არიან

საგანგებოდ ახალი წლისთვის მოწვეული მუსიკოსები თბილისში არიან. 34-კაციანი შემადგენლობა საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა. პაროვ სტელარისა და გრუვ სონიქსის ბენდი დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

მუსიკოსები ცნობილი მომღერლის ჯემი როქუაის მოქმედი ბენდის წევრები არიან. ევროპის მოედნიდან სტუმრები ფილარმონიაში გადაინაცვლებენ.

"ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ საქართველოში ჩამოვედით. ამ საღამოს მთელი ბენდი ელოდებოდა. გპირდებით დიდ საახალწლო საღამოს. ეს იქნება ტექნო ჰაუსის, ელექტრონული მუსიკისა და ჯაზის ნაზავი," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პაროვ სტელარმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები