03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
ახალი წელი საკვების გარეშე - უფასო სასადილოები ისვენებენ

რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველები 1 და 2 იანვარს უფასო სასადილოებით ვერ ისარგებლებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაწესებულებები საახალწლო დღეებში დაისვენებენ, „კურიერის” გადამღებ ჯგუფს თავად სასადილოების ხელმძღვანელებმა დაუდასტურეს და შესაბამისი წარწერა რუსთავის უფასო სასადილოებზეც გამოკრულია.

სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ დღევანდელი დღის სამყოფი საკვები მიიღეს და დანარჩენი 2 დღის წინასწარ მათთვის არ გადაუციათ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე აცხადებს, რომ მათ წინასწარ გადაეცათ 1 და 2 იანვრისთვის გათვალისწინებული საკვები.

საახალწლო დღეებში უფასო სამზარეულოების ჩვეულ რეჟიმში მუშაობის მოთხოვნით რუსთავის მერიას არასამთავრობოებმა ცოტა ხნის წინ მიმართეს, თუმცა, როგორც ჩანს, მერიამ ის არ გაითვალისწინა.

სასადილოების დახურვას აპროტესტებენ საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლებიც. „ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, რუსთავის საკრებულოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სოციალურად დაუცველები  ახალი წლის დღეებში საკვების გარეშე არ დატოვონ.

დღის ამბები