03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
რიყის პარკში გასართობი ღონისძიებები უკვე დაიწყო

რიყის პარკში პატარებისთვის საახალწლო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ცენტრალური საახალწლო ღონისძიებების ადგილზე მოწყობილია ყინულის მოედანი, სადაც ბავშვები დილიდან სრიალებენ.

უკვე აწყობილია სცენა, სადაც კონცერტი 10 საათზე დაიწყება; პარკში მისული პატარების განწყობაზე ზრუნავენ მოძრაობის თეატრის მსახიობები, რომლებიც მთელი პარკის ტერიტორიაზე სახალისო მსვლელობებს მართავენ.

რიყის პარკი არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც თბილისელებისათვის გასართობი ღონისძიებები იმართება. პატარებს თოვლის ბაბუა ელოდება მთაწმინდის პარკში. მთავარი ნაძვის ხე დგას პარლამენტთანაც, სადაც ასევე დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები.

მთავარი კონცერტისთვის ემზადებიან მომღერლები, მათ შორის უცხოელი ვარსკვლავები, რომლებიც თბილისში დღეს დილით ჩამოვიდნენ. მაყურებლებს ცოცხალი მუსიკა ელით.

ამავე თემაზე
დღის ამბები