03 ივნისი 2024,   00:49
ვრცლად
ივანიშვილის ხეების გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლებთან შელაპარაკების გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

ივანიშვილის ხეების გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლებთან შელაპარაკების გამო დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, რომელზეც მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ელგუჯა ბაგრატიონი და ქობულეთის რაიონის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ბონდო თედორაძე რამდენიმე საათის წინ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები მას შემდეგ დააკავეს, რაც  მათ ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხის გადატანის გამო გადაკეტილ მოძრაობასთან დაკავშირებით, კომპანია ზიმოს ახსნა-განმარტებები და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვეს. ამ ფაქტს კი კომპანიის წარმომადგენლებსა და ენმ-ის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.  

დღის ამბები