არა, რა... არ მგონია, ასეთი "გრანდიოზული" კონცერტით და "უამრავი" ხალხით "ქართული ოცნება" შეშინდეს -, ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საქველმოქმედო აქცია-კონცერტს.
"არა, რა... არ მგონია, ასეთი "გრანდიოზული" კონცერტით და "უამრავი" ხალხით "ქართული ოცნება" შეშინდეს, მე უფრო რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებების მეფიქრება, ერთმა შეიძლება დაუყოვნებლივ დაიწყოს ჯარების გაყვანა უკრაინიდან, მეორემ კი იარაღი დაყაროს და დაზავდეს... ნეტავ ფრანებსა და ბუშტებს თუ გაუშვებენ ჰაერში?!
ისე, ერთი საყვედური ამ ხელისუფლებასაც ეკუთვნის; რა მოხდება ამ უცნაურ ხალხს სადმე ქალაქგარეთ, მინდორში გამოუყონ ადგილი, სადაც მიტინგსაც ჩაატარებენ და კონცერტსაც, ტრანსპორტირებაშიც რომ დაეხმარონ, მათი ტელემედია თვითონ მივა, დადგნენ სადმე შორს, უნდათ, იყვირონ და თუნდაც იმღერონ... თანამდებობებსაც იქვე გაინაწილებენ, სალომე ზურაბიშვილიც ჰაერზე გავიდოდა, ახალ იდეებს გაჟღერებდა, თან ძაღლსაც გაასეირნებდა, შეიძლება, მასაც ემღერა რამე...” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.